
რუსთავში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი
12/07/2020 11:15:26 სამართალი
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქება მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.