Accentnews.ge
მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა (ვიდეო)

მესტია-უშგულის გზის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა (ვიდეო)

12/07/2020 16:06:37 რეგიონები

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.

ადგილზე მაშველები მუშაობენ. მიმდინარეობს მდინარიდან მანქანის ამოყვანის სამუშაოები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ინციდენტის დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S