Accentnews.ge
EUMM ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

EUMM ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

12/07/2020 16:26:59 კონფლიქტები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

"მისია მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას და აკვირდება, როგორც შესაძლო სროლის ინციდენტს, ასევე შემდგომ დაკავებას. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას, როგორც შესაბამის ფორმას რეგულარული დიალოგისა და ნდობის მშენებლობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

11 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაგაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი უკანონოდ დააკავეს. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ უკანონო დაკავების პროცესში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს და ამის შემდეგ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S