2020 წლის იანვარ-ივნისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 40.7% შეადგინა

13-07-2020 11:45:58 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 16.3%-ით ნაკლებია.

ამასთან, მთლიანი ბრუნვიდან ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო – 15.6%-ით ნაკლები წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 3 568.9 მლნ. აშშ დოლარი – 16.5%–ით ნაკლები. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%შეადგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები