დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

13-07-2020 18:37:07 სამართალი

"ქართული ოცნების“ წევრის კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ენდელაძეს ექვსი პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

მათვე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ. სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები