Accentnews.ge
რუსლან აბაშიძე „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორს შეხვდა

რუსლან აბაშიძე „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორს შეხვდა

13/07/2020 15:10:36 კონფლიქტები, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორ ზაზა ავალიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აფხაზეთის მთავრობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებისათვის უფასო კურსს ითვალისწინებს. პროგრამა მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გაივლიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითანამშრომლებს საორგანიზაციო საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი დევნილი პირი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თამარ როსტიაშვილი ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S