"საქართველოში ჩამოსული ჩვენი მოქალაქე გაცილებით უფრო მაღალ რისკს ქმნის, ვიდრე ტურისტი"

13-07-2020 19:13:03 საზოგადოება

"საქართველოში ჩამოსული ჩვენი მოქალაქე გაცილებით უფრო მაღალ რისკს ქმნის, ვიდრე ტურისტი", – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ტურისტებთან შედარებით, უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისაგან ვირუსის გავრცელების გაცილებით მაღალი რისკია, რადგან მათ მეტი სოციალური კავშირები აქვთ.

"ჩამოსულ ტურისტს ექნება სპეციალური აპლიკაცია, გვეცოდინება მისი გადაადგილება და სად გაჩერდება. ჩვენი მოქალაქე, რომელიც ბრუნდება აბსოლუტურად სხვა რეჟიმშია, გაცილებით უფრო მაღალი რისკია ჩვენი მოქალაქისგან, რომელსაც მეტი სოციალური კავშირები აქვს, ვიდრე იმას, ვინც აქ ჩამოდის ღირსშესანიშნაობების სანახავად“, - განაცხადა იმნაძემ.

დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე:18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც დღეიდან საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

Новости

Другие новости