Accentnews.ge
ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ

13/07/2020 19:34:57 რეგიონები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის თემის სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში არასრულწლოვანს ეძებენ.

თვითმხილველების განცხადებით, 15 წლის ბიჭი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობს. მდინარე ჯუმი გადაუღებელი წვიმების შედეგად საგრძნობლად არის ადიდებული და ამაღამ მდინარეში შესვლა შეუძლებელია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S