საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000–ს მიუახლოვდა

14-07-2020 09:35:33 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

14 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 870 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები