Accentnews.ge
ანტონიო გუტერეში სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა

ანტონიო გუტერეში სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა

14/07/2020 07:00:27 კავკასია

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ სომხეთ-აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვარზე ორმხრივი სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული მოქმედებებისკენ მოუწოდებს.

„გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ბრძოლა, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და თავი შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან,“- აღნიშნულია ანტონიო გუტერეშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალური მდივანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების განცხადებასაც ეხმიანება და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო, რასაც 3 აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S