საქართველოში COVID–19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 142–მდე დაიკლო

14-07-2020 11:04:46 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. კერძოდ, ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

მისივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკები 13-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატივა და სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 142 დადასტურებული აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 870 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება,

ახალი ამბები

სხვა სიახლეები