
ბილანიშვილმა „მთავარ არხს“ და გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივლა
14/07/2020 07:20:34 საზოგადოება
ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე "კაწრომ" "მთავარი არხისა" და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.
როგორც ბილანიშვილის ინტერესების დამცველი თამარ აბესაძე აცხადებს, ტელეარხმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის რეპუტაცია შელახა.
ქარტიაში იმსჯელებენ, დაირღვა თუ არა კოდექსის პირველი, მესამე და მეთერთმეტე მუხლები.
აბესაძის განცხადებით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.
"დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მეშვეობით.ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ დასკვნას", - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის: „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც ასახუია, თუ როგორ ხვდება გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ უცნობ პირს, რომელიც მიკროავტობუსიდან ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთი ესაუბრება. „მთავარი არხის“ მტკიცებით, სწორედ ეს ადამიანი იყო ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“.
გვარამიას აზრით, “კაწრო” ჩართულია შაქარაშვილის საქმის ჩაფარცხვაში, და სარგებლობს იმ გავლენით, რაც მას ბერა ივანიშვილთან მეგობრობა ანიჭებს.
ბილანიშვილი კი ამტკიცებს, რომ საერთოად არ იცნობს შაქარაშვილის საქმის ფიგურატებს, საქმის სესახებ მეორე დღეს გაიგო, არაფერ შუაში არ არის, არავისთან დაურეკავს და იმ ღამით საკუთარ უბანს არ გასცილებია.
ამ დროისთვის ჟურნალისტურო ეთიკის ქარტია საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი დაუშვებს თუ არა ქარტია ავთო ბილანიშვილის საჩივარს.