ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

14-07-2020 11:38:29 პოლიტიკა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ხელისუფლებას სურს, რომ 15 ივლისამდე დაწესებული შეზღუდვები, 2021 წლამდე გაახანგრძლივოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ, კომიტეტზე გადანაცხადა, რომ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება, რადგან ის ვირუსის გავრცელების პრევენციას მოახდენს.

კანონპროექტის წინააღმდეგი, მხოლოდ ერთი დეპუტატი, "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა და გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათიც. საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესების დროებითი უფლება, პარლამენტმა მთავრობას მაისში მიანიჭა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები