Accentnews.ge
გიორგი მარგველაშვილი: "რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, დაჭკვიანებულია"

გიორგი მარგველაშვილი: "რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, დაჭკვიანებულია"

19/06/2019 16:53:51 ციტატა

""მისი [გავრილოვის] პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა არის კატასტროფა და რუსული რბილი ძალის წინ გადადგუმლი ნაბიჯი. ოკუპაციის კანონი არსებობს, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სია გაკეთდა და ამ საკითხების კანონის ფარგლებში მოქცევა, რომ ის ადამიანები იარაღით ხელში ქართველებს კლავდნენ, არის შეურაცხყოფა.თუმცა გასარკვევია ამ ადამიანის საქმიანობა [იბრძოდა თუ არა აფხაზეთში, დარღვეული აქვს თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი].... ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო კრეატიული ხდება რბილი ძალის გამოყენებაში. აქამდე საქართველოსთან მიმართებაში თავსი საქმეს ბევრად უნიჭოდ აკეთებდა: იგებდა იმით, რომ ოკუპაციას ახორციელებდა, მაგრამ ჩვენს გულებს ვერ იგებდა. ჩვენთვის რუსული სახელმწიფო, რუსული აგრესია ყოველთვის მიუღებელი იყო. ახლა ტაქტიკა შეცვლილია, გაჭკვიანებულია, უფრო დახვეწილია და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. "გაყავი და იბატონე" არის ის რუსული ძალა, რომელიც მუშაობდა აშშ–შიც, ამ ტაქტიკით ისინი გავლენას ახდენენ ევროპულ საზოგადოებაზე, იგივე ტაქტიკით მოქმედებენ საქართველოში – დააპირისპირე ერთმანეთს, ამ დაპირისპირებაში შეასუსტე სახელმწიფო, საზოგადოება. ეს ტაქტიკა ჩვენთან მიმართებაში ძალიან საშიშია: ძალიან იოლია, იპოვო მეორე ადამიანი, თუ გინდა, დაპირისპირება და ძალიან რთულია, იპოვო პარტნიორი, თუ ვიღაცის წინააღმდეგ კი არ ხარ, რაღაცის გაკეთება გინდა. სამწუხაროდ, ამას ვხედავ ამ მოვლენებშიც [უკანასკნელ მოვლენებში]...გვეუბნებიან, მიიღე რეალობა, მიიღე ის, რომ შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს, ვერ გახდები ნატო–ს წევრი. ცდილობენ ჩვენი მორალის გატეხვა. რუსეთი რომ მართლმადიდებლურია, ჩვენ ვიცით, რუსმა ვერ შეიგნო, რომ ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ და მოკავშირეები..."

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პირველის" ეთერში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S