სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა

14-07-2020 11:53:40 მსოფლიო

სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 339 ადამიანი დაინფიცირდა, გუშინ კი – 182.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 581 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 32 490 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 20 729 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 575 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 240 000–ს გადააჭარბა, 7 708 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 999-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები