
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა
14/07/2020 08:27:04 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირებული, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთშია.
- თურქეთი: 214 001 ინფიცირებული, 5 382 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 24 570 ინფიცირებული, 313 გარდაცვლილი
- სომხეთი: 32 490 ინფიცირებული, 581 გარდაცვლილი
- რუსეთი: 739 947 ინფიცირებული, 11 614 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 575 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 240 000–ს გადააჭარბა, 7 708 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 999-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.