ავარია რაჭაში – დაიღუპა ერთი, დაშავდა ოთხი პირი და დაზიანდა სამი მანქანა

14-07-2020 12:32:13 სამართალი

რაჭაში მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავდა ოთხი ადამიანი, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა სამი ავტომანქანა.

"კურიერის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამბროლაურიდან ონის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ ავტომანქანით, რომელსაც პატრონის ნებართვის გარეშე მართავდნენ და ავარიაში მოყვნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გარდაიცვალა ავტომობილში მყოფილი ერთ-ერთი პირი, მეორე კი დაშავდა.

დაზიანებები აღენიშნებათ სხვა ავტომობილების მგზავრებს, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულებს შორისაა ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე. ლაფერაძის მდგომარეობა მძიმეა.

"ჩვენს კლინიკაში 4 მძიმე ავადმყოფი შემოვიდა მრავლობითი მოტეხილობით. ყველაზე მძიმედ კარლო ლაფერაძე იყო, შემდეგი საყურადღებო პაციენტი კი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელსაც სამბალიანი კომა დაუფიქსირდა. აღნიშნული პაციენტები მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ,"- აცხადებს ონის საავადმყოფოს დირექტორი ავთო ლებანიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები