ბაქო და ერევანი საზღვარზე მომხდარი დაპირისპირების თაობაზე ვიდეოებს აქვეყნებენ [ვიდეო]

14-07-2020 13:03:56 კავკასია ,

აზერბაიჯანის თავდაცის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც, სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანული საყრდენი პუნქტების განადგურება ჩანს.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ანადგურებენ აზერბაიჯანის საყრდენ პუნქტებს, რომლებიდანაც ტავუშის ოლქის სასაზღვრო დასახლებული პუნქტების მისამართით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს სომხეთის მხარეს განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და ობიექტების შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ დანაკარგის შესახებ ერევანი ტყუის.

დაპრისპირება სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. ინციდენტში მახრეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები