
პესკოვის თქმით, რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შუამავლობას სთავაზობს
14/07/2020 13:04:48 კავკასია
კრემლის პრეს–სიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით შეშფოთებულია და მხარეებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, რუსეთი, როგორც ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მხარეებს შორის შუამავლობისთვის მზადაა: „შეშფოთებულები ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი სროლებით და ორივე მხარეს მოთმინების გამოჩენისა და ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ.
როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადეთ, რუსეთი, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მზადაა შუამავლობისთვის,“- განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფება აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან.
ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.
ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.
ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო.
ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.
ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.