Accentnews.ge
პროკურატურა: ბრალდებულმა მკვლელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა

პროკურატურა: ბრალდებულმა მკვლელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სცადა

14/07/2020 13:43:12 სამართალი

პროკურატურამ კაცს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, ბრალი დაუზუსტეს: სახელმწიფო ბრალდების თანახმად, 24 წლის ქალის დაწვის მცდელობაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკვეთება.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ფაქტს რამდენიმე თვით ადრე წინ უსწრებდა ფიზიკური ძალადობა.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ შ.გ.-მ მკვლელობის მცდელობა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩაიდინა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის თებერვალსა და მაისში შ.გ.-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ს.შ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შალვა გოგოლაძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ1“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თავად ბრალდებული ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ხოლო თავდასხმის ობიექტი – ქალი 37%–იანი დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული. მედიკოსები აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება.

ცნობისთვის: პროკურატურამ 2019 წელს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით 120 საქმეზე იმსჯელა. ბრალდებულებს შორის 119 კაცი იყო, 1 კი ქალი. 20-ზე მეტ საქმეში გენდერული დისკრიმინაცია დადგინდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S