
„სითი პარკის“ მიერ დაჯარიმებულ პირთა ნაწილი ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება
14/07/2020 13:49:13 სამართალი
პირები, რომლებიც პარკირების წესების დარღვევაზე „სითი პარკის“ მიერ დაჯარიმდნენ, ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდებიან,– აღნიშნულს ითვალისწინებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, ჯარიმისა და საურავისგან ის პირები თავისუფლდებიან, რომლებიც დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევის გამო 2018 წლის 10 დაჯარიმდნენ.