Accentnews.ge
მედია: ახალგორის მკვიდრი, რომელიც სამკურნალოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გამოუშვეს, გარდაიცვალა

მედია: ახალგორის მკვიდრი, რომელიც სამკურნალოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გამოუშვეს, გარდაიცვალა

14/07/2020 15:04:00 კონფლიქტები

ახალგორელი გელა გარიევი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უშედეგოდ ცდილობდა, ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყარო გამოცემას უყვება, რომ გარიევი მოულოდნელად გახდა ცუდად და ის მეზობლებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის განმავლობაში იწვა, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და შემდეგ პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა.

მისივე ცნობით, გარიევს ნათესავები წეროვანში ჰყავდა და თვითონაც ცდილობდა კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას, მაგრამ ჩაკეტილი ე.წ გამშვები პუნქტის გამო ის ამას ვერ ახერხებდა.

„მარტო ცხოვრობდა, არ მუშაობდა და ძალიან განიცდიდა აქ შექმნილ მდგომარეობას, მეზობლების ამარა იყო დარჩენილი, ორი ძმა ჰყავს, ერთი ოჯახით წეროვნის დევნილთა დასახლებაშია, მეორე კი ფრეზეთის დასახლებაში. მათთან წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს. ცუდად რომ გახდა აქაურმა ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, არადა მისი წნევა სულ უფრო ეცემოდა, სამკურნალოდ თბილისისკენ არ გამოუშვეს და ცხინვალში გადაიყვანეს, იქაც ზედ არ შეხედეს და მეზობლებს და მეგობრებს, ვინც გაყვნენ 8000 რუბლი (400 ლარი) მოსთხოვეს, არც ექსპერტიზა ჩაატარეს, რომ სიკვდილის მიზეზი დაედგინათ. წუხელ გადმოასვენეს დაბაში და დღეს უკვე დამარხეს, ისე რომ არც ძმებს და არც სხვა ნათესავებს გამომშვიდობების საშუალებაც არ მიეცათ, ისინი დაბაში არ შემოუშვეს“, - ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ახალგორელი წყარო.

ახალგორის რაიონი გასული წლის სექტემბრის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია და ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება მაღალკვალიფიციურ ჯანდაცვის სერვისზე, რომლის აღმოჩენაც თბილისის კლინიკებშია შესაძლებელია.გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ჩაკეტილ ახალგორში 15 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაუწიეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S