Accentnews.ge
ერევანი იუწყება, რომ საზღვარზე მომხდარი შეტაკების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ერევანი იუწყება, რომ საზღვარზე მომხდარი შეტაკების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

14/07/2020 15:53:47 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად კიდევ ორი სამხედროს დაიღუპა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, უმცროსმა სერჟანტებმა სმბათ გაბრიელიანმა და გრიშა მატევოსიანმა სასიკვდილო ჭრილობები საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთზე მიიღეს. მანამდე სომხური მხარე მაიორ გარუშ ამბარცუმიანისა და კაპიტან სოსა ელბაქიანის გარდაცვალების თაობაზე იუწყებოდა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დილით საბრძოლო მოქმედებებს გენერალ-მაიორი პოლად გაშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზოევი ემსხვერპლნენ.

ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.

ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო.

ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.

ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S