
ე.წ. ოსურმა უშიშროებამ საქართველოს მოქალაქე რუსებს გადასცა
14/07/2020 15:58:26 კონფლიქტები
საქართველოს მოქალაქე კახაბერ როხვაძე, რომელიც გასული წლის აგვისტოში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, რუსეთის სამართლადამცავ ორგანოებს გადასცეს,– იუწყება სააგენტო „რესი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით.
„გაირკვა, რომ 1976 წელს დაბადებულ კახაბერ როხვაძეზე, რუსეთის ტერიტორიაზე მკვლელობის გამო, ფედერალური ძიება იყო გამოცხადებული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ის საქართველოში მიმალვას აპირებდა. გატარებული აუცილებელი პროცესუალური ქმედებების შედეგად, დაკავებული როხვაძე კ. ექსტრადირებულია რუსეთში “, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.