
ზუგდიდში დედა შვილის მკვლელობისთვის დააკავეს
14/07/2020 18:14:21 სამართალი
ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ქალმა ნაქირავებ ბინაში იმშობიარა და ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა. უცნობია, კონკრეტულად რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. .
გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.