
ირანი სომხეთსა და აზერბაიჯანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
14/07/2020 18:21:27 კავკასია
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან - ზოგრაბ მნაცაკანიანთან და ელმარ მამედიაროვთან სატელეფონო საუბარი გამართა და მზადყოფნის შესახებ განაცხადა, დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს პრობლემის მოგვარებაში,– იუწყება ირანის საგარეო უწყება.
„აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების შეტაკებების შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცალკეული სატელეფონო საუბრების დროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამოთქვა ირანის მხრიდან მზადყოფნის შესახებ, ხელი შეუწყოს დაძაბულობის დასრულებას და მოუწოდა, მხარეებს თავშეკავებისკენ. ურჩია მათ, დაიწყონ მოლაპარეკება წინააღმდეგობის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად“ , - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.
ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო.
ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.
ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.