
სასამართლოს ეზოდან პატიმარი გაიქცა
15/07/2020 05:53:11 სამართალი
სამართალდამცველებს 19 წლის პატიმარი თბილისის საქალაქოს სასამართლოს ეზოდან გაექცათ,– იუწყება „ფორმულას“.
ირკვევა, რომ ძაგანაშვილი სამმართალდამცველებმა გასულ კვირას ავჭალაში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების განჩინებას ელოდნენ, როდესაც, „ფორმულას“ ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და პატიმარი მაქნანაში მარტო დატოვა . მან გაქცევა შეძლო და დღემდე ძებნაშია.
ახალგაზრდას საკუთარი ძალებით ეძებს ოჯახიც.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს.