Accentnews.ge
ცინარიძე პატიმრობიდან შემაკავებელი ორდერის გარეშე გათავისუფლდა

ცინარიძე პატიმრობიდან შემაკავებელი ორდერის გარეშე გათავისუფლდა

15/07/2020 06:52:33 სამართალი

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა.

როგორც მისი ინტერესების დამცველი კახა ხვისტანი განმარტავს, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შევლის თაობაზე, რასაც ადვოკატისვე თქმით, პროკურატურა არ ეთანხმებოდა.

„აქცენტი“ დაინტერესდა, გამოყენებულ იქნა თუ არა რაიმე სახის შემზღუდავი ღონისძიება დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ და დაბრუნდა თუ არა ის ოჯახში, რაზეც ადვოკატმა გვიპასუხა, რომ ცინარიძის პირად ცხოვრებაზე საუბრის უფლებამოსილება არ აქვს, ხოლო სასამართლოს არანაირი შემზღუდავი ღონისძიება განჩინებაში არ მიუთითებია, გარდა მოთხოვნისა, რომ ცინარიძე გირაოს ვადის ამოწურვამდე საქართველოში უნდა იმყოფებოდეს.

"აქცენტი" პროკურატურას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა გეგმა აქვს სახელმწიფო ბრალდებას, მათ შორის შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით და პასუხს მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის: პროკურატურა დავით ცინარიძეს მეუღლის მიმართ ძალადობასა და მუქარას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს, მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. სამართალდამცველებმა დავით ცინარიძე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S