Accentnews.ge
"4 Seasons Georgia" - საქართველო მსოფლიოს ფოკუსში

"4 Seasons Georgia" - საქართველო მსოფლიოს ფოკუსში

15/07/2020 06:55:54 ეკონომიკა, რეკლამა

მალე ქართულ ბაზარს უპრეცედენტო გამოცემა, ტურისტული თემატიკის ჟურნალი „4 seasons Georgia“ შეემატება. ეს იქნება ქართული ტურისტული ინდუსტრიის ერთგვარი მესიჯი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნება და ფართო მკითხველს უფრო ახლოს გააცნობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

ჟურნალი „4 seasons Georgia“ წელიწადის ოთხივე დროს თითო ნომერს მიუძღვნის. ასე რომ, მკითხველი ნებისმიერ სეზონზე აღმოაჩენს მისთვის საინტერესო საქართველოს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს და საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობის სურვილს გაუძლიერებს.

ჟურნალს „4 seasons Georgia“ თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული პროექტი. მის შესახებ უფრო ვრცლად გამოცემის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე უკლება გვესაუბრება.

- რა იყო ჟურნალის შექმნის მთავარი მიზანი?

- მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ეროვნული პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, საუკეთესო კუთხით წარმოგვეჩინა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მთავრობა მხარს უჭერს და ეხმარება ნებისმიერ ბიზნესწამოწყებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. სახელმწიფოსგან მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი სტიმულია ინვესტიციების მოსაზიდად და ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ საქართველოს მდიდარი ისტორიისა და კულტურის პარალელურად, ტურისტული მიმართულებით არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოც წარმოვაჩინოთ.

გარდა ამისა, საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ჩვენი ჟურნალის საშუალებით, უფრო ახლოს გააცნონ თავიანთი საქმიანობა და პროდუქცია უცხოელ მკითხველებს. ჟურნალი ინგლისურენოვანია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ჩვენი საელჩოებისა და საკონსულოების მეშვეობით, უფასოდ გავრცელდება მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალს საქართველოში ანალოგი არა აქვს და პირველი ნომრის გამოსვლისთანავე დადებით რეზონანსს ველოდებით.

ახლა, როცა კოვიდ-19-ის პანდემია გლობალურ გამოწვევად იქცა, საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიასთან ბრძოლას, ტურისტული მიმართულებით ახლებურ პრივილეგიას იძენს. იქცა ეს თქვენთვის კიდევ უფრო ძლიერ მოტივაციად?

- პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებამ ჩვენი მოტივაცია, რა თქმა უნდა, უფრო გააძლიერა. მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, საბედნიეროდ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც ინფიცირების შესაშურად დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ვამაყობთ ქართველი მედიკოსების მაღალი პროფესიონალიზმით, თავდადებით, დაუღალავი შრომით, რამაც მთავრობის მიერ პანდემიის წინააღმდეგ შემუშავებულ ეფექტურ სტრატეგიასთან ერთად, ქვეყანას უსაფრთხოების სტაბილური ნიშნული შეუნარჩუნა. რასაკვირველია, დანარჩენ მსოფლიოს ამგვარი მიღწევები ყურადღების მიღმა არ დარჩენია. საქართველო მსოფლიო მასშტაბით ახლებურ ჭრილში წარმოჩინდა და ტურისტული თვალსაზრისითაც მის მიმართ ინტერესი უფრო გაძლიერდა.

„4 seasons Georgia“ ქართულ ასპარეზზე გამოჩენას პანდემიის დადგომამდე გეგმავდა, თუმცა მაშინ ტირაჟის ამ მასშტაბით გავრცელება ჩვენს გეგმაში არ შედიოდა. მას შემდეგ კი, რაც ვირუსთან საყოველთაო ბრძოლა დაიწყო და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარალი ტურიზმის ინდუსტრიას მიადგა, ახალი რეალობის წინაშე დავდექით. საბედნიეროდ, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მოგზაურობისთვის უსაფრთხოდ აღიარეს. ამდენად, ჟურნალის საქმიანობის დასაწყისი საკმაოდ მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. საქართველოსადმი მზარდი ინტერესი მართლაც დამატებითი სტიმული აღმოჩნდა, დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო დაწვრილებით მოგვეთხრო ჩვენი ქვეყნის შესახებ. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოვუთხროთ მსოფლიოს, როგორ მიაღწია ქვეყანამ წარმატებას "კოვიდის" წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საქართველოზე დიდმა და განვითარებულმა ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა.

როგორც გითხარით, „4 seasons Georgia“ 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასოდ გავრცელდება და ეს ეფექტური საშუალებაა საქართველოს პოპულარიზაციისთვის.

როგორი იქნება ჟურნალის და კონკრეტულად პირველი ნომრის სპეციფიკა?

- ზოგადად, თითო სეზონს თითო ნომერი მიეძღვნება. ტურისტი დაწვრილებით გაეცნობა, რას სთავაზობს საქართველო ამა თუ იმ სეზონზე, თავისი უნიკალური ბუნებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო კურორტებითა და საინტერესო მიღწევებით, თანამედროვე მნიშვნელოვანი მიგნებებითა და ღირსშესანიშნაობებით, გასართობი საშუალებებით, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩება.

რაც შეეხება პირველ ნომერს, მასში ოთხივე სეზონია გაერთიანებული და საქართველოს ისტორიისა და კულტურის ამსახველ საინტერესო მასალასთან ერთად, წარმოდგენილია, ბევრი საინტერესო ტურისტული ატრაქცია, რითაც ნებისმიერი ტურისტი მოიხიბლება. ჩვენი მიზანია, დავარწმუნოთ მკითხველი, რომ მას საქართველოში სასიამოვნო, დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს კი ვაჩვენოთ, რომ „4 seasons Georgia“ - ეს არის უნიკალური შანსი, წარუდგინონ მსოფლიოს მათი ბიზნესობიექტები და საქმიანობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S