Accentnews.ge
ადვოკატი: შაქარაშვილის საქმეზე 10 წლის ბავშვია გამოკითხული

ადვოკატი: შაქარაშვილის საქმეზე 10 წლის ბავშვია გამოკითხული

15/07/2020 08:31:31 სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 10 წლის ბავშვია გამოკითხული - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ავრცელებს.

ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მცირეწლოვანი ე.წ. „მწვანილის ეპიზოდზეა“ გამოკითხული.

„მასალები არის, მათ შორის გამოკითხვის ოქმები და ახალი სახეები საქმეში. ათი წლის ბავშვიც კი გამოკითხულია ამ საქმეში - დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფიგურირებს მწვანილის თემაზე", - ამბობს ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნიახურის ეპიზოდი შაქარაშვილის საქმეში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მანქანა გადაყრილი მწვანილის შესაგროვებლად გააჩერა.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ. სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა. სწორედ ამ პირების პასუხისმგებაში მიცემას ითხოვს ოჯახი,.

10 ივლისს გამოქვეყნდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვა, პროკურატურამ კი შაქარაშვილის ეპიზოდი ჯგუფურად განზრახ მკვლელობად შეაფასა, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის აქვს წაყენებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S