Accentnews.ge
ტიკარაძე: „საქართველო მზადაა, მეზობელ სომხეთს ყველა საჭიროებით დაეხმაროს“

ტიკარაძე: „საქართველო მზადაა, მეზობელ სომხეთს ყველა საჭიროებით დაეხმაროს“

15/07/2020 08:58:54 კავკასია

საქართველოს მხარე მზადაა, მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სომხეთისთვის დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 2 თვის განმავლობაში ქართველ და სომეხ ექიმ-სპეციალისტებსა და ეპიდემიოლოგებს შორის, ტელეჩართვების მეშვეობით გამოცდილების გაზიარება მიმდინარეობდა.

,,სომხეთს ჰქონდა სურვილი რამდენიმე ტელეჩართვის, რომ მომხდარიყო ჩვენს შორის გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მოვახდინეთ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია როგორც ექიმ-სპეციალისტებს, ასევე ეპიდემიოლოგებს შორის. ამ ეტაპისთვის ეს დახმარება არის საკმარისი, ხოლო შემდგომში რა საჭიროებაც ექნებათ საქართველოს მხარე არის მზად მის მეზობელ ქვეყანას დაეხმაროს ყველა საჭიროებით,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S