ბეჟან გუნავა და კიდევ სამი პირი დააკავეს
15/07/2020 10:15:18 სამართალი
საპატრულო პოლიციამ კახეთის გზატკეცილის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს 4 პირი დააკავა. დაკავებულთა შორისაა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბეჟან გუნავა.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


