Accentnews.ge
ერევანი აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ იუწყება

ერევანი აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ იუწყება

15/07/2020 10:40:10 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ჩამოაგდო აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი ორი უპილოტო საფრენი აპარატი.

როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნი შუშან სტეფანიანი აცხადებს, უპილოტოების ჩამოგდება 22:20-დან 23:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა.

ამასთამ, სომხეთის საინფორმაციო კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა არცრუნ ჰოვანისიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის არმიაში პირველად გამოჩნდა ისრაელის წარმოების დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი „სქაი სთრაიქერი“.

ცნობისთვის: დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო. მხარეეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარემ გამოიყენა არტილერია, ნაღმმტყორცნები და ტანკები ინციდენტის დროს, რომელიც მოხდა სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის და აზერბაიჯანის დასავლეთის საზღვრის გასწვრივ, სომხეთის სოფელ ტავუშის მახლობლად.

ორ მეზობელ ქვეყანას წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის მეტწილად ეთნიკური სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის გამო.

ბოლო ორი დღის წინ შეტაკება მოხდა მთიანი ყარაბაღიდან დაშორებულ არეალში, რაც იშვიათია.

ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს 13 ივლისს გავრცელებულ არაერთ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S