Accentnews.ge
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა

16/07/2020 05:56:57 კავკასია

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. როგორც ორივე მხარე იუწყება, გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით სროლა იყო, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა. თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები“. სომხური მხარე იუწყება ჰაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით განხორციელებულ გასროლებზე.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, 12 ივლისის შემდეგ, საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი, ოთხი სომეხი ოფიცერი დიღუპა, 10 დაშავდა.

მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S