Accentnews.ge
კეკელიძის „ფეისბუქ“–გვერდი გატეხეს

კეკელიძის „ფეისბუქ“–გვერდი გატეხეს

16/07/2020 06:07:25 სამართალი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი გატეხეს, - იუწყება ეროვნული ბიბლიოთეკის პრეს–სამსახური.

მათი ცნობით, გვერდიდან წაშლილია თითქმის სრული არქივი.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ როგორც ერთადერთმა, შემთხვევით შემორჩენილმა ადმინისტრატორმა ნახა, გვერდი წაშლილია რუსული ექაუნთით.

„გიორგი კეკელიძის „ფეისბუქ“ გვერდი იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდი სოციალური მედიის ქართულ სივრცეში. მას ასიათასობით მნახველი ჰყავდა და თითოეულ პოსტს ჰქონდა სულ ცოტა ათასი მოწონება“, - აცახდებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

„უახლოეს ხანებში მივმართავთ შსს და „ფეისბუქ“ ადმინისტრაციას“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S