
ინციდენტის თვითმხილველი: "მიზეზი კარები იყო თუ საყურეებიანი ბიჭები? ვის რომელი ვერსია გაწყობთ და რის დასამალად?"
20/06/2019 05:55:22 ციტატა
„ვკითხულობ ნიუსებს, კომენტარებს, სტატუსებს, გაოცებული და გულნატკენი ვარ. იმის ნაცვლად, რომ ჩაგვრა, ზიზღი და დევნა დაგმოთ, რაზე დავობთ და რას არკვევთ – მიზეზი კარები იყო თუ საყურეებიანი ბიჭები? ვის რომელი ვერსია გაწყობთ, რის გადასაფარად და დასამალად? – ერის ტრაგედიაა, როცა პატარა, ნათელ გოგო-ბიჭებს განსხვავებული ვიზუალის გამო ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ, ან ნაკლებად მიყვარს უფალი, ცდებით. ჩემთვის ქართველობა და უფლის სიყვარული სწორედ – ადამიანია, მისი დაცვა და მფარველობა და არა ის, რომ საყურეების გამო, ადამიანს წიხლებით შესდგე, აფურთხო!“
წერს ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელიც წუხელ მეტროს სადგურ "რუსთაველში" ძალადობრივი ინციდენტის თვითმხილველი გახდა.