კაკულია და კობერიძე კომიტეტზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

16-07-2020 11:14:39 პოლიტიკა ,

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები რომან კაკულია და ლევან კობერიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კომიტეტის სხდომაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

„მგონია, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხარ ოთხი წელია და რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას, არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. თუ ეგ ლაპარაკი გინდა, შემიძლია გავაგრძელო, მათ შორის გინდა ენერგეტიკა, გინდა ტელეკომუნიკაცია, რა პოლიტიკას ატარებ, თუ იცი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

კაკულიამ კი დეპუტატს უპასუხა, რომ „ბღვერის არავის ეშინია:

„მორჩი ამ ბღვერებს და წესიერად ილაპარაკე. შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ძალიან მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით. შენი პოლიტიკური ბულინგის არავის ეშინია. შენ შეაშინე, ვისაც შეშინებია, ის. დაწყნარდი, თუ ძმა ხარ, მორჩი ბოდიალს და პოლიტიკურ დემაგოგიას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები