Accentnews.ge
პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

16/07/2020 10:17:49 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ერთი იყო.

კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ბექა დოჭვირის განცხადებით, დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და კომპანიაში შედის მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულოს.

აღინიშნა, რომ ზუსტდება 34-ე და 35-ე მუხლებიც, რომლებიც შეეხება ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას, სატარიფო რეგულირებას და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას.

საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხო წილების გასხვისების უფლებასაც. კომისიას ენიჭებოდა კომპანიის წილების გასხვისების უფლება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ შეასრულებდა კომისიის გადაწყვეტილებას.

ბექა დოჭვირის განმარტებით, კონსულტაციების შედეგად, აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ იქნა ამ რედაქციიდან და დროებით მმართველს წილის გასხვისების უფლება არ ექნება. კანონპროექტში თავდაპირველად გაწერილი იყო ხუთი სპეციფიკური ვალდებულება და დარჩა მხოლოდ ორი – 34-ე და 35-ე მუხლები. კერძოდ, დოჭვირის ინფორმაციით, სპეციფიკური ვალდებულებები დაიყო ორ კატეგორიად – გამჭვირვალობის ნაწილი და ინფრასტრუქტურასთან დაშვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S