Accentnews.ge
ბათუმის მერი გადადგომის შემდეგ: "სხვა გადაწყვეტილება ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნებოდა"

ბათუმის მერი გადადგომის შემდეგ: "სხვა გადაწყვეტილება ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნებოდა"

16/07/2020 10:25:53 საშინაო პოლიტიკა

ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "სხვა გადაწყვეტილება ქალაქისთვის დამაზიანებელი იქნებოდა".

"მე გავითვალისწინე გუნდური შეხედულება ამის შესახებ. ჩემი მხრიდან სხვა გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა ქალაქისთვის, მოქალაქეებისთვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომელიც ახლა მიმდინარეობს", - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მისი თქმით, ის არ იბრძვის სკამისთვის. თუმცა, როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იგი გადადგომის გადაწყვეტილების მიღებისთვის მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ადგილის მოითხოვდა.

გადამდგარი მერი მადლობას უხდის მოქალაქეებს, პარტიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S