
ფაშინიანი ბელარუსში ჩავიდა
16/07/2020 15:43:28 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში ჩავიდა,– იუწყება სომხური მედია.
„ნიუსამის“ ცნობით, ფაშინიანი 17 ივლისს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.