Accentnews.ge
ოკუპანტების მიერ დაკავებული მღებრიშვილის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან

ოკუპანტების მიერ დაკავებული მღებრიშვილის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან

16/07/2020 16:22:46 კონფლიქტები

ოსური დე ფაქტო უშიშროების მტკიცებით, ოკუპანტების მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ხვიჩა მღებრიშვილმა “განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მის მთავარ ინტერესს ღამურები წარმოადგენდნენ”.

როგორც დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მღებრიშვილს ღამურების “საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზება ჰქონდა დაგეგმილი, ერთ სულში 5 000 ამერიკული დოლარის ფასად”.

"როგორც ცნობილია, 2012 წლიდან ოსური ღამურების პოპულაციისადმი მომეტებულ ინტერესს იჩენს თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი. ღია წყაროების ინფორმაციის თანახმად, 2012, 2014 და 2018 წლებში ლაბორატორიის თანამშრომლები აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი საფრთხის შემცირების სააგენტოსა (DTRA) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე შიდა ქართლში სისტემატიურად იჭერდნენ ღამურებს. 2018 წლიდან DTRA ლუგარის ცენტრთან ერთობლივად ახორციელებს ღამურებსა და კორონავირუსებთან დაკავშირებულ პროექტს, რომლის ღირებულება 2,9 მილიონ დოლარს შეადგენს. 5-წლიანი პროგრამა "Eco Health Alliance"-ის ხელშეწყობით ხორციელდება” – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების მიერგავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ღამურა Myotis blythi რესპუბლიკის “წითელ წიგნშია” შეტანილი, შესაბამისად, მის დაჭერასა და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანსსასაზღვრო საქმიანობა, რომელიც კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 258.1 და 226.1 მუხლებით, პატიმრობით ისჯება”.

როგორც ცნობილია, ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა 17 ივლისს იწურება.

15 ივლისს ერგნეტში მღებრიშვილის გათავისუფლების მოწოდებით აქცია გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S