Accentnews.ge
შს მინისტრის მოადგილემ EMERGE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები განიხილა

შს მინისტრის მოადგილემ EMERGE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები განიხილა

17/07/2020 08:49:00 სამართალი, რეკლამა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან და პროექტის - „სომხეთსა და საქართველოში მიგრანტთა უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება“ ხელმძღვანელთან მაია ვებლერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა „EMERGE“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

,,ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. „EMERGE“ პროექტის მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროში სომხეთისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი ფინანსდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S