მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება
17/07/2020 09:11:10 ეკონომიკა
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.
ავიარეისები Airbus A 319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.


