
"გაერთიანებულ ოპოზიციას 2020 წელს ექნება ისეთი შედეგი, როგორიც დიდი ხანია, არ უჩვენებია"
17/07/2020 09:09:00 საშინაო პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შეუერთდებიან. ვაშაძემ ოპოზიციის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ასეთი შედეგი, რაც 2020 წელს ექნება, არასოდეს უჩვენებია.
„ვიცი ეს ჭორები, რომელიც ცირკულირებს პრესაში და პოლიტიკასთან ახლო წრეებში; ხან მე მივდივარ თავმჯდომარის პოსტიდან, ხან გაერთიანებული ოპოზიცია იშლება, ხან „კვლევების“ მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს არავითარი შანსები აქვს არჩევნებზე. პირველი – მე არსად არ მივდივარ, მეორე – გაერთიანებული ოპოზიცია არ იშლება და პირიქით, მას ახალი სუბიექტები შემოემატებიან ძალიან მალე და მესამე – ასეთი შედეგი გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც გვექნება 2020 წელს, დიდი ხანია, არ უჩვენებია“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.