Accentnews.ge
კალაძე – Edison Research-ზე: "ოცნებას" 39%, რომ დაუწერეს, შეეშალათ, 3-ის ნაცვლად 5-იანი უნდა ყოფილიყო"

კალაძე – Edison Research-ზე: "ოცნებას" 39%, რომ დაუწერეს, შეეშალათ, 3-ის ნაცვლად 5-იანი უნდა ყოფილიყო"

17/07/2020 09:11:51 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე Edison Research–ის კვლევის შედეგებს ეხმიანება და აცხადებას, რომ "ოცნებას" 39%, რომ დაუწერეს, შეეშალათ, 3-ის ნაცვლად 5-იანი უნდა ყოფილიყო".

“იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო. "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, ყოველგვარი კოალიციების გარეშე. შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობით არა, მაგრამ დიდი უმრავლესობით შეგვიძლია მოსვლა. 2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება" - 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%; ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - ლეიბორისტული პარტია - 3%; ლელო - 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S