Accentnews.ge
"თუ ლიტველს შეუძლია, მიუთითოს საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია?"

"თუ ლიტველს შეუძლია, მიუთითოს საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია?"

17/07/2020 10:32:57 საშინაო პოლიტიკა

"თუ ლიტველს შეუძლია მიუთითოს საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში იქნება", – განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადება "ქართულ ოცნებაში" "ბრიყვულად" გაიგეს:

"მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიტველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, რომ დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიტველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? "უკრაინელი" ბრჭყალებში, რადგან სულით ხორცამდე ქართველია. ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და მისი ადგილი ექნება. როდის? - როცა ამის დრო დადგება", - განაცხადა გოცირიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S