Accentnews.ge
საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

17/07/2020 10:59:02 ეკონომიკა

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა.

„ყოველ კვირას, პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება ყველა სავაჭრო ობიექტი, მაღაზია, სილამაზის სალონი, ბიბლიოთეკა, ზოოპარკი და ზოოკუთხე, მუზეუმები, საცურაო აუზები, ტურისტული ობიექტები; აიკრძალება ვიზიტი კაფეებსა და რესტორნებში, ნებადართულია Take away და შინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა; დაიხურება სავარჯიშო დარბაზები და ცენტრები; სასადილოებსა და სასტუმროს რესტორნებში, მომსახურე პერსონალი 35%-მდე შემცირება; დახურულ სივრცეში ადამიანთა დაშვებული რაოდენობა შეადგენს 10-ს, ხოლო ღია სივრცეში 20-ს, გამონაკლისს წარმოადგენს სამუშაო ადგილი და ერთ სივრცეში მცხოვრები ახლო ნათესავების შეკრების ადგილი; მომდევნო კვირის პარასკევს 17:00 საათიდან კვირის 05:00 საათამდე დაიკეტება სანაპიროები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S