Accentnews.ge
"მეზობლებთან ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული ხასიათი აქვს და ეს მიმართულება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დარჩება"

"მეზობლებთან ჩვენს ურთიერთობას სტრატეგიული ხასიათი აქვს და ეს მიმართულება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დარჩება"

17/07/2020 11:38:02 კავკასია

“ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ, მეზობლები ვართ და ეს მეზობლობა სამუდამოა. ამავე დროს, მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ბუნებრივია, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ამ ურთიერთობებში და მათი მშვიდობიანი ცხოვრება ბაქოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია” – ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიჰუნ ბაირამოვის დანიშნვისადმი მიძღვნილ ვიდეოფორმატში მონაწილეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ამ თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ამ ურთიერთობებს შეიძლება, ძალიან მაღალი შეფასება მიეცეს ყველა სფეროში – პოლიტიკურში, ეკონომიკურში, ენერგეტიკულში, სატრანსპორტოში, კულტურულში”.

“შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენს ურთიერთობას მეზობლებთან სამაგალითო ხასიათი აქვს, რადგან მსოფლოში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ხანდახან მეზობლებს შორის ურთიერთობა პრობლემურია” – აღნიშნა ალიევმა.

მან მეზობლებთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ “ამ ფორმატის ინიციატორიც აზერბაიჯანი იყო”.

"სადღეისოდ ყველა მეზობელთან ხორციელდება სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი სხვადასხვა კონფიგურაციით. ეს, ერთის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრასპორტო პროექტების რეალიზებისთვის. ამიტომაც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები სამომავლოდაც პრიორიტეტად დარჩება საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში", - დასძინა ალიევმა.

ცნობისთვის: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი თანამდებობიდან 16 ივლისს გადააყენეს. მანამდე ალიევმა მინისტრი გააკრიტიკა:

„რას აკეთებდა საგარეო საქმეთა მინისტრი? სად იყო? ჩვენ ვმუშაობდით 12 ივლისის მოვლენების შემდეგ. პრემიერ-მინისტრი სამსახურში იყო, მე დილამდე ვმუშაობდი. თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი და უშიშროების საბჭოს მდივანი დილამდე მუშაობენ. მე ვერ შევძელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოძებნა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S