
ცხინვალის რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოავლინეს
17/07/2020 11:52:44 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის განმავლობაში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ "იუგოსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სადღეისოდ სტაციონარში ოთხი ინფიცირებული იმყოფება, მათგან ორი ახლადგამოვლენილია, მათ შორის ერთი რუსეთიდან დაბრუნებული დიპლომატია, მეორე – მედიკოსი, რომელიც ინფიცირებულებთან მუშაობდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ჩატარდა 32 ტესტი, სულ კი ეპიდემიის დაწყების დროიდან დღემდე - 3064.
პირველი ინფიცირებულის აღრიცხვიდან ამ დრომდე დაფიქსირებულია სულ 89 ინფიცირრებული, მათგან 85 გამოჯანმრთელდა. მათ გარდა, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ 145 ადამიანი რჩება.