Accentnews.ge
დაინტერესებული პირები რძის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან

დაინტერესებული პირები რძის ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს გაეცნობიან

17/07/2020 13:20:39 საზოგადოება, რეკლამა

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული რძის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ქართული რძის ფედერაციის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მოაწერეს.

„მემორანდუმის ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით, დაინტერესებული პირები ქართული რძის ფედერაციის მიერ მომზადებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო მასალებს მიიღებენ და რძის ინდუსტრიაში არსებულ ყველა სიახლეს გაეცნობიან.

მემორანდუმის მიზანი, რძის სექტორში ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერაა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მერძევეობის დარგის მხარდაჭერის მიმართულებით ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S